რომის პაპი ამერიკელი რობერტ პრევოსტი გახდა. ის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი იქნება.
ახალი პონტიფიკოსი 133-მა კარდინალმა აირჩია.
69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ გაატარა, სადაც გაჭირვებულებს ეხმარებოდა. "ლათინოამერიკელი“, როგორც მას რომში უწოდებენ, 20 წლის განმავლობაში პერუს უღარიბეს ანკლავში მოღვაწეობდა - იმდენად შეუყვარდა ქვეყანა, რომ ნატურალიზებული მოქალაქეც კი გახდა.
ახალგაზრდობაში ის სამრევლო სკოლაში დადიოდა. სწავლობდა ვილანოვას უნივერსიტეტში, სადაც 1977 წელს მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხუთი წლის შემდეგ რომში, წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში კანონიკური სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
პრევოსტი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ და ფრანგულ ენებს, ორჯერ აირჩიეს საუკუნოვანი ისტორიის მქონე წმინდა ავგუსტინეს ორდენის უმაღლეს ლიდერად.
ფრანცისკე წლების განმავლობაში აკვირდებოდა პრევოსტის კარიერას და 2015 წელს პერუში ეპისკოპოსად დაინიშნა. 2023 წელს პაპმა იგი ლათინური ამერიკის პონტიფიკალური კომისიის პრეზიდენტად და ეპისკოპოსთა დიკასტერიის ხელმძღვანელად დანიშნა - ეს არის ვატიკანში არსებული გავლენიანი ოფისი, რომელიც მთელ მსოფლიოში ეპისკოპოსებს ირჩევს. ეს თანამდებობა მას ფრანცისკეს გარდაცვალებამდე ეკავა.
შემთხვევა 25 წლის წინ მოხდა, როდესაც პრევოსტი ჩიკაგოს ავგუსტინელების პროვინციას ხელმძღვანელობდა. მღვდელს, რომელიც ეკლესიის ლიდერებმა არასრულწლოვანებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, კათოლიკური დაწყებითი სკოლის მახლობლად მდებარე ავგუსტინელების მონასტერში დარჩენის უფლება მისცეს.
ბოლო დროს კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, იცოდა თუ არა პრევოსტმა ეპარქიაში მისი ეპისკოპოსად მოღვაწეობის დროს ძალადობის ბრალდებების შესახებ. ორ მღვდელს ბრალი წაუყენეს სამი მცირეწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, ხოლო მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლთა გადარჩენილთა ქსელის (SNAP) მიერ წელს წარდგენილ საჩივარში ნათქვამი იყო, რომ "პრევოსტმა არ დაიწყო გამოძიება და რომს არასაკმარისი ინფორმაცია გაუგზავნა“.
ვატიკანმა უარყო ინფორმაცია, რომ პრევოსტმა რაიმე სახის დანაშაული დაფარა.