რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, ფოლადივით გამოწრთობილი, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აუცილებელია თაობიდან თაობამდე მეგობრობის შენარჩუნება და ნამდვილ მეგობრებად, ფოლადივით გამოწრთობილ მეგობრებად ყოფნა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
„ორი ქვეყნის ხალხებს შორის ცეცხლითა და სისხლით ჩამოყალიბებული დიდი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის განვითარების მყარ საფუძვლად იქცა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერი რუსეთში ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ის გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.