სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი და ასევე სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი, რობერტ ფიცო მოსკოვში, 9 მაისის ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებიან. ვუჩიჩი კრემლის ფონზე, ფიცოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
"იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და სიტყვა შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.