ვენეცია არის „მცურავი ქალაქი“, მაგრამ ასევე ჩაძირვისკენ მიდრეკილი. ბოლო საუკუნის განმავლობაში ის დაახლოებით 25 სანტიმეტრით ჩაიძირა. ეს ერთ რამეს ნიშნავს: ყველასთვის საყვარელ ქალაქს ჩაძირვა ემუქრება. CNN-ი პრობლემის არსისა და მისი გადაწყვეტის გზების შესახებ წერს.
ქალაქის კუნძულოვანი მდებარეობა საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფდა ვენეციელებს შემოსევებისგან, თუმცა ასევე პრობლემებსაც ქმნიდა. კლიმატური კრიზისის გამწვავებასთან ერთად, მოქცევა უფრო და უფრო ხშირია. ქალაქი კი ამის გამო წელიწადში დაახლოებით ორი მილიმეტრით იძირება.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მთავრობა მილიონობით ევროს ხარჯავს კაშხლების მშენებლობაზე, რათა ლაგუნაში განსაკუთრებით მაღალი მოქცევა არ მოხდეს, პადუას უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი, პიეტრო ტეატინი სხვა ხერხზე ამახვილებს ყურადღებას.
ტეატინი ამბობს, რომ მისი გეგმა ვენეციას დაახლოებით 50 წლიან შეღავათიან პერიოდს მისცემს, რათა ხელისუფლებამ „რადიკალური“ გადაწყვეტის პოვნა შეძლოს. ის თვლის, რომ მის სისტემას შეუძლია ქალაქის სიმაღლე 30 სანტიმეტრით ამაღლება.
MOSE-ს წყალდიდობის საწინააღმდეგო ბარიერები, რომლებიც 2020 წელს დამონტაჟდა, ტალღებს ლაგუნაში უკიდურესად მაღალი მოქცევის საშუალებას არ აძლევს.
ქალაქის 1000-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩინოვნიკები გამუდმებით ცვლიდნენ მდინარეების კალაპოტს, თხრიდნენ ახალ არხებს და ლაგუნის წყლებს სხვა მიმართულებით გადაამისამართებდნენ, რათა ქალაქი დაეცვათ.
თუმცა, XX საუკუნეში შეიქმნა პრობლემა. 1960-1970-იან წლებში მიწისქვეშა წყლები მარგერას სამრეწველო ზონიდან ამოტუმბეს. ეს იყო დიდი შეცდომა - 1950-დან 1970 წლამდე ვენეციის ძვირფასი ცენტრი თითქმის ხუთი ინჩით ჩაიძირა.
დღეს ქალაქის მოქცევისგან დაცვის მთავარი საშუალება MOSE-ს წყალდიდობის კონტროლის კომპლექსია, რომელიც ზღვის ფსკერიდან ამოდის და განსაკუთრებით მაღალი მოქცევის დროს ლაგუნას ადრიატიკის ზღვიდან ყოფს. მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო, ტალღები იმატებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ლაგუნაში მოქცევამ 110 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ინჟინერი არ არის პირველი, ვინც ვენეციისთვის უცნაური გადაწყვეტა მოიფიქრა.
1970-იან წლებში კუნძული პოველია 10 სანტიმეტრით ამაღლდა მის ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე ცემენტის ჩასხმით.