ავტორი:

"22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს... ფიცი დავდეთ, რომ ვინაობა არასოდეს გამჟღავნდებოდა" - უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს

"22 წლის ბიჭია, მის სახელ-გვარს რა დამავიწყებს... ფიცი დავდეთ, რომ ვინაობა არასოდეს გამჟღავნდებოდა" - უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც ვაკის პარკში განისვენებს

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

  • ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

ეს ომი იმხელა ადამიანურ ტრაგედიას იტევს, შეუძლებელია ამ თარიღს გულგრილად ჩაუარო...

  • საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მოსაგონებლად უცნობი ჯარისკაცის საფლავი შემოგვრჩა. მისი ადგილსამყოფელი ყველამ იცის და მის სიახლოვეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ტრიალებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, საიდან მოხვდა მისი ნეშტი ვაკის პარკში, რატომ ის ერთი, და არა სხვა განისვენებს ამ ადგილას, მართლა ქართველია თუ არა და ვინ ჩამოასვენა იგი საქართველოში?

ამის შესახებ წლების წინ აწ გარდაცვლილმა პოლკოვნიკმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ივანე ჩოხელმა გაზეთ "კვირის პანორამასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

ივანე ჩოხელი:

"დიდი სამამულო ომის დასრულების ოცდაათი წლისთავზე, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თხუთმეტივე მოძმე რესპუბლიკაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალური საფლავები შექმნილიყო. ამ ბრძანების განხორციელება საქართველოში თბილისის მაშინდელი საბჭოს თავჯდომარეს შოთა ბუხრაშვილს დაევალა.

თავდაპირველად ამ საქმეს ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ მოჰკიდა ხელი. თუმცა, საბოლოოდ დარჩა მხოლოდ ხუთი ადამიანი, ვინც დათანხმდა ამ მისიის შესარულებას. ესენი იყვნენ: გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია.

"ეს ურთულესი მისია იყო. უნდა გვეპოვა 30 წლის წინ დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი და საქართველოში ჩამოგვესვენებინა. დაღუპული ჯარისკაცის ნეშტის მოძიება ძნელი არ იყო, მაგრამ დავალების მიხედვით, აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რის მიხედვით უნდა დაგვედგინა ცხედრის ეროვნება. ეს არც არავის აინტერესებდა, ბრძანება აუცილებლად უნდა შესრულებულიყო და 9 მაისს თბილისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი უნდა ჩამოგვესვენებინა...

ივანე ჩოხელი

დავალების მიღებისას ქალაქის საბჭოში ფიცი დავდეთ, რომ ჩვენი მისიის დეტალები და მით უმეტეს, აღმოჩენილი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა არასოდეს გამჟღავნდებოდა. ვინაიდან ყველაზე მეტი ქართველი ქერჩში დაიღუპა, მისიის შესასრულებლად ქერჩში ჩავედით.

ჩასვლისთანავე ადგილობრივი სამხედროების დახმარებით შევუდექით საქმეს. გადავთხარეთ უამრავი სამარხი. ვეძებდით და ვეძებდით. რისი იმედი გვქონდა, არ ვიცი... უამრავი ნეშტი კი ვიპოვეთ. ქალების და მამაკაცების ცხედრებს ადვილად ვარჩევდით ერთმანეთისგან, მაგრამ როგორ უნდა დაგვედგინა ჩვენ მიერ ნაპოვნი ძვლები, ნამდვილად ქართველს ეკუთვნოდა თუ არა... მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ საქმე სხვანაირად შემოტრიალდა...წაიკითხეთ სრულად