ავტორი:

"ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს?" - პაატა სალია "MEGOBARI აქტით" დასასანქცირებელთა სიაში მის მოხვედრაზე

"ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს?" - პაატა სალია "MEGOBARI აქტით" დასასანქცირებელთა სიაში მის მოხვედრაზე

ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს ამისთვის. არ ვიცი, წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „პალიტრანიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაშია.

  • სალიას თქმით, ეს „აბსურდი და სისულელეა“.

"ალბათ, იმათ უნდა მოჰკითხოთ, ვინც აქედან აგზავნის ამ სიებს, რაღაც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ისიც უაპელაციოდ იმეორებს, აბსურდი და სისულელე“, - განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით მას აშშ-ს ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, სალიამ უპასუხა: „რატომ უნდა მქონოდა?“

„ვის, მე? რატომ უნდა მქონოდა? შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, განათლება მაქვს იქ მიღებული“, - განაცხადა სალიამ.