ავტორი:

"სასამართლოში საბანში გახვეული გამოცხადდა" - ვინ არის კაცი, რომელიც ჯენიფერ ენისტონის სახლში შეიჭრა: პროცესის დეტალები

"სასამართლოში საბანში გახვეული გამოცხადდა" - ვინ არის კაცი, რომელიც ჯენიფერ ენისტონის სახლში შეიჭრა: პროცესის დეტალები

კაცი, რომელიც სავარაუდოდ სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავს, ჯენიფერ ენისტონს უთვალთვალებდა და რამდენიმე დღის წინ მანქანით მისი სახლის ჭიშკარი შეანგრია, ვანდალიზმის ბრალდებით დააკავეს.

48 წლის ჯიმი უეინ კარუაილი ხუთშაბათს, ლოს-ანჯელესის სასამართლოში უპერანგოდ და საბანში გახვეული გამოცხადდა.

როგორც New York Post იუწყება, მისისიპელ კაცს საერთოდ არ უსაუბრია.

პროკურორების მტკიცებით, ის ორი წლის განმავლობაში ენისტონს ხმოვანი შეტყობინებებით, ელფოსტით და სოციალური მედიის გზავნილებით ავიწროებდა.

  • პროკურორები აცხადებენ, რომ შევიწროების ამ შეტევების შემდეგ მან მანქანით ენისტონის სახლის ჭიშკარი გაანგრია. ენისტონი სახლში იმყოფებოდა, როდესაც კარუაილი სავარაუდოდ, თავისი Chrysler PT Cruiser-ით მის ბელ-ეირის სახლის ჭიშკარს შეეჯახა.

ის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს, სანამ პოლიცია გამოჩნდებოდა და დააპატიმრებდა. ავარიაში არავინ დაშავებულა.

"ჯენიფერ ენისტონთან არანაირ გარემოებაში არ უნდა გქონდეთ არანაირი კონტაქტი," - მიმართლა მოსამართლემ ვარსკვლავის "სტალკერს".

კარუაილის ადვოკატმა, ტორალ მალიკმა, თქვა: "არ მგონია, რომ ქალბატონ ენისტონისგან შორს ყოფნა ამ დროისთვის პრობლემა იქნება."

თუ ის დამნაშავედ ცნეს, კარუაილს შეიძლება, სამ წლამდე პატიმრობა დაემუქროს. თუმცა, ჯერ ფსიქიკური ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა ის უნარიანი, სასამართლო პროცესზე წარსდგეს.

ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა, ნეთან ჰოხმანმა განაცხადა: "დევნა არის დანაშაული, რომელიც სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს შევიწროებიდან საშიშ, ძალადობრივ ქმედებებში, რაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლთა და ჩვენი საზოგადოებების უსაფრთხოებას.

ენისტონი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლით კლასიკურ სიტკომში "მეგობრები", რომლისთვისაც მსახიობმა "ემის" ჯილდო მოიპოვა.

ვარსკვლავმა თავისი სასახლე 2012 წელს, დაახლოებით 16 მილიონ ფუნტად შეიძინა.

წყარო