როდესაც ჟურნალის რედაქტორი ემი დებუა პი. დიდის ერთ-ერთ ცნობილ წვეულებაზე მიიწვიეს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. თუმცა მისვლიდან რამდენიმე საათში ემიმ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ეს სამარცხვინო წვეულებები ახლა დიდის მიმდინარე სექსუალური დანაშაულის საქმის ცენტრშია, რომელიც ამ კვირაში დაიწყო. დაზარალებულები ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონებს საყვარელი სტუმრების „მომსახურების“ მიზნით ასაქმებდნენ.
ადრია ინგლიში ერთ-ერთ წვეულებაზე მოცეკვავედ დაიქირავეს. თუმცა, მალევე უბრძანეს, რომ სტუმრებთან სექსი ჰქონოდა. როგორც ქალმა სასამართლოს განუცხადა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
"მეორე ან მესამე წვეულების შემდეგ მთხოვეს, რომ კერძო წვეულებებზე ცეკვაზე მეტად დამატებითი რაღაცები გამეკეთებინა. რაც არ უნდა ყოფილიყო იმ სასმელებში, რომლებსაც გვასმევდნენ, ეს ზომბად გაქცევდა" - ამბობს ინგლიში.
შონ კომბსი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება რეკეტსა და სექს ტრეფიკინგში.
ტონი ბუზბის თქმით, ბრალმდებელ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 120-ია, მათი ნახევარი მამაკაცები არიან, ხოლო ნახევარი ქალები. ბუზბიმ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლთაგან 25 არასრულწლოვანია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შონ კომბსს ბავშვების სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მისი თქმით, ბრალდებები 1991 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს. დანაშაულები კი ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მაიამიში მოხდა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წლის შემდეგ დაფიქსირდა.