ხაშურის რაიონის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილებსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო.
შსს-ს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117- და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.