ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა.
ცნობისთვის, ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უამინდობის გამო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს სტამბოლი-ბათუმის რეისიც.
გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.