თბილისში, "რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.