ავღანეთის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებების პრევენციის სამინისტრომ ქვეყანაში ჭადრაკი განუსაზღვრელი ვადით აკრძალა.
სააგენტომ ასევე დაშალა ავღანეთის ჭადრაკის ფედერაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია „რელიგიური მოსაზრებების“ და სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებების პრევენციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო.
khaama-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაადასტურეს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და განმარტეს, რომ სანამ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხები არ მოიძებნება, სპორტი აკრძალული იქნება.
სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებების პრევენციის სამინისტრომ თამაშს „ჰარამ“ (აკრძალული) უწოდა.
გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პოლიტიკა.
იხილეთ ასევე: