“ჩემი დამოკიდებულება ყველამ ძალიან კარგად იცის ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან, როდესაც მე ვსაუბრობდი “MEGOBARI აქტზე“. ბევრმა არც იცოდა რა არის ეს აქტი, მაგრამ ახლა დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ აქტს ერთი ხელმოწერაღა სჭირდება - პრეზიდენტის ხელმოწერაღა სჭირდება იმისთვის, რომ დამტკიცდეს და გახდეს კანონი,“ - ამის შესახებ მედიასთან ია ფარულავამ განაცხადა, რომელიც “MEGOBARI აქტის მხარდასაჭერ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი საქართველოს არ მიატოვებს და აქტს აუცილებლად მოაწერს ხელს.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება მოხდეს საქართველოში რადგანაც ეს აქტი მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ჩახსნას, ირანის და კრემლის ხელისუფლების ზეგავლენის ჩახსნას.
როგორც კი „MEGOBARI აქტს” მოეწერება ხელი, საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები.
დონალდ ტრამპი არ მიატოვებს საქართველოს, რადგანაც ის არის საქართველოს მეგობარი და ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა ია ფარულავამ მსვლელობისას.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და „დელისის“ მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი ახმეტელის მეტროსადგურიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობამდე მარში გამართეს.
ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
იხილეთ ასევე: