მსახიობი ემბერ ჰერდი, რომელმაც მსოფლიოს თავი ყოფილ მეუღლესთან, ჯონი დეპთან სასამართლო დავით დაამახსოვრა, ტყუპების დედა გახდა. მსახიობმა სიახლე ინსტაგრამის საშუალებით, დედის დღეს გააზიარა.
ემბერმა დაწერა, რომ მას გოგონა - აგნესი და ვაჟი, ოუშენი შეეძინა და რომ მათი ოჯახი უკვე სრულყოფილია.
"წელს შემიძლია ვიზეიმო ჩემი სრულყოფილი ოჯახი, რომელსაც წლების განმავლობაში ვქმნიდი. ნაყოფიერების პრობლემების მიუხედავად, დედად გახდომა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო",- წერს ჰერდი "ინსტაგრამ" გვერდზე. მსახიობის თქმით, ბავშვების ყოლის პასუხისმგებლობა გააზრებულად იკისრა და რომ ეს მისთვის ყველაზე სასიხარულო რამაა.
ემბერმა სხვა დედებსაც მიულოცა დედის დღე : "ყველა დედას, როგორც და სადაც არ უნდა იყოთ ახლა, მე და ჩემი სანუკვარი ოჯახი თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღეს",- დაწერა ჰერდმა.
ემბერ ჰერდი 2015-2016 წლებში მსახიობ ჯონი დეპზე იყო დაქორწინებული. გაცილების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რაც ხანგრძლივ და გახმაურებულ სასამართლო პროცესში გადაიზარდა. საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს, რომელმაც ჰერდის მიმართ ჩადენილი ძალადობა უარყო, 15 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია დააკისრა. მოგვიანებით, ჰერდმა დეპის წინააღმდეგ შეტანილი სამი სარჩელიდან ერთ-ერთი მოიგო და კომპენსაციის სახით 2 მლნ დოლარი მიიღო.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა