აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობა ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენთვის ამ შესანიშნავი ადგილის მოწოდებით და ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რაც ჩვენ ვნახეთ.
დეტალებს ხვალ მოგაწვდით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო",- ნათქვამია ბესენტის განცხადებაში.