ავტორი:

“საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა; აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

“საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა; აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

“საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა გუნბამ.

მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.