ავტორი:

რუსეთმა უკრაინის დასახლებული პუნქტები დაბომბა - არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინის დასახლებული პუნქტები დაბომბა - არიან დაშავებულები

ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას ისევ შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შენიშნეს 108 “შაჰედის“ ტიპის დრონი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 „შაჰიდი“ ჩამოაგდეს, 30 დრონის იმიტატორმა კი სამიზნემდე ვერ მიაღწია.

  • თავდასხმების შედეგად დაზარალდა ოდესის, დონეცკის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქები.

  • კერძოდ, ოდესის ოლქში დრონის თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ადმინისტრაციული შენობა და სახანძრო სადგური.

  • ორი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეს რეგიონში.

„ვასილიევსკის რაიონის სოფელ პავლოვკაზე მტრის თავდასხმების შედეგად დაიჭრა ორი ქალი, 75 და 56 წლის. სულ, დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 16 დასახლებულ პუნქტზე 494 დარტყმა განახორციელეს“, - წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი.

ფედოროვის თქმით, რუსულმა დაბომბეს დასახლებული ადგილები, განახორციელეს 168 საარტილერიო შეტევა და 314 დრონით შეტევა.

წყარო