ავტორი:

პოლონეთი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს აუქმებს - მოსკოვი საპასუხო ზომებს აანონსებს

პოლონეთი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს აუქმებს - მოსკოვი საპასუხო ზომებს აანონსებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვარშავაში სავაჭრო ცენტრის დაწვაში რუსეთის დაზვერვის სამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებების არსებობის გამო, კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ფუნქციონირების ნებართვის გაუქმებას აპირებს.

„იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს სამარცხვინო დივერსიული აქტი მარივილსკას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის წინააღმდეგ, გადავწყვიტე, გავაუქმო კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე გაცემული თანხმობა“, - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

  • “კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ვარშავა აგრძელებს ურთიერთობების განზრახ ნგრევას, მოქმედებს რა მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, „ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება“ უახლოეს მომავალში მოჰყვება.

შეგახსენებთ, მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო დაკვეთილი. მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.

იხილეთ ასევე: