ავტორი:

“ის ხარჯებზე არ ფიქრობს” -  როგორი ანებივრებს ტომ კრუზი ახალ შეყვარებულს

“ის ხარჯებზე არ ფიქრობს” -  როგორი ანებივრებს ტომ კრუზი ახალ შეყვარებულს

ტომ კრუზი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ შეყვარებულზე, ანა დე არმასზე შთაბეჭდილება მოახდინოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავმა არმასის აეროპორტამდე მისვლასა და იქ კომფორტულად ყოფნაში დაახლოებით 8,600 ფუნტი დახარჯა.

62 წლის ჰოლივუდის მსახიობმა საკუთარი მილიონიანი შვეულმფრენი გამოიყენა, რომ ანა ლონდონის ცენტრიდან ჰითროუს აეროპორტამდე მისულიყო. ეს მგზავრობა სულ 4,850 ფუნტი დაჯდა. შემდეგ ტომმა აეროპორტში, ვინძორის VIP დარბაზში მის შესაყვანად დამატებით 3,812 ფუნტი გადაიხადა.

მის მიერ დახარჯული 8,662 ფუნტი ორჯერ მეტია, ვიდრე ატლანტის ოკეანის გადაკვეთისთვის ბრიტანეთის ავიახაზების პირველი კლასის ბილეთის ღირებულება.

წყარო აცხადებს: "ტომს სურს, ანამ იცოდეს, რომ მას შეუძლია, ყველაფერი საუკეთესოზე საუკეთესო ჰქონდეს. ის თანხაზე არ ფიქრობს. ტომი ნამდვილი ჯენტლმენია და უბრალოდ, სურს, ანას კარგად მოექცეს. თუ ეს ფულის დახარჯვას ნიშნავს, მაშინ დაე, ასეც იყოს."

ანა, რომელმაც 2021 წელს ჯეიმს ბონდის ფილმში No Time To Die ითამაშა, პირველად ტომთან ვალენტინობის დღის შემდეგ დააკავშირეს - წყვილი ერთად ვახშმობისას დააფიქსირეს. მას შემდეგ ურთიერთობა განვითარდა - ტომმა აღდგომის დღეებში ანა მადრიდში წაიყვანა. მათ თავიანთი რომანი გასულ კვირას, დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე ერთად გამოჩენით დაადასტურეს.

წყარო