ავტორი:

როგორ აღნიშნა დონალდ ტრამპის პოპულარულმა შვილიშვილმა დაბადების დღე - გოგონა მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

როგორ აღნიშნა დონალდ ტრამპის პოპულარულმა შვილიშვილმა დაბადების დღე - გოგონა მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

დონალდ ტრამპის შვილიშვილი, კაი ტრამპი 18 წლის გახდა. დაბადების დღე პოპულარულმა თინეიჯერმა მეგობრებთან ერთად აღნიშნა. შემდეგ კი შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

tiktok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კაი ნელი ფურტადოს 2006 წლის ჰიტის, "Promiscuous“, ცეკვავს.

ვიდეოს საშუალებით გოგონამ ასევე დედის დღე მიულოცა დედას, ვანესა ტრამპს.

"ძალიან მიყვარხარ. მადლობა, რომ ყოველთვის მხარში მიდგახარ - წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. შენ საუკეთესო დედა და მისაბაძი მაგალითი ხარ", - წერს კაი ტრამპი.

47 წლის ვანესას კაი ყოფილ ქმართან, დონალდ ტრამპ უმცროსთან შეეძინა. ისინი 2005 წლიდან 2018 წლამდე დაქორწინებულები იყვნენ. წყვილს კიდევ ოთხი შვილი ჰყავს: 16 წლის დონალდ ტრამპ III, 13 წლის ტრისტანი, 12 წლის სპენსერი და 10 წლის ქლოე.

წყარო