ავტორი:

584 დღიანი ტყვეობის შემდეგ, "ჰამასმა" 21 წლის მძევალი გაათავისუფლა - ედან ალექსანდრეს ოჯახთან შეხვედრის კადრები

584 დღიანი ტყვეობის შემდეგ, "ჰამასმა" 21 წლის მძევალი გაათავისუფლა - ედან ალექსანდრეს ოჯახთან შეხვედრის კადრები

584 დღიანი ტყვეობის შემდეგ, დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელელ-ამერიკელი 21 წლის მძევალი ედან ალექსანდრე გაათავისუფლა.

ის ისრაელის ტერიტორიაზე ის "წითელი ჯვრის" საერთაშორისო მისიამ გადმოიყვანა. ედან ალექსანდრე დაჯგუფების წევრებმა “წითელ ჯვარს“ ორშაბათს საღამოს გადასცეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იღიმის ედან ალექსანდრე და ისრაელის სამხედრო ბაზაზე მშობლებსა და და-ძმებს ეხუტება.

  • გათავისუფლების შესახებ განცხადება "ჰამასმა" 11 მაისს გაავრცელა. გადაწყვეტილება ამერიკულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის მიღწევის ფარგლებშია მიღებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს მძევლის გათავისუფლების საქმეში დიპლომატიური ძალისხმევისთვის.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.