ავტორი:

“ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა არავის შეხვდება“ - მიხაილ პოდოლიაკი

“ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა არავის შეხვდება“ - მიხაილ პოდოლიაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, „The Breakfast Show“-სთან ზელენსკისა და პუტინის მოსალოდნელ სავარაუდო შეხვედრაზე ისაუბრა.

“ზელენსკი სტამბოლში პუტინის გარდა არავის შეხვდება“ - ციტირებს უკრაინული გამოცემა “უნიანი“ მის სიტყვებს.

  • კერძოდ, შეკითხვაზე შეხვდება თუ არა ზელენსკი რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს 15 მაისს სტამბოლში, თუ პუტინი იქ არ ჩავა, პოდოლიაკმა განაცხადა:

„არა, რა თქმა უნდა არა. ეს ფორმატი არ არის. პრეზიდენტს არ შეუძლია შეხვედრა... ჩვენ გვესმის რუსეთში ხელისუფლების სტრუქტურა და ცხადია, რომ მინისტრის ოფიციალური სტატუსის მქონე პირებსაც კი ძნელად აქვთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. მხოლოდ პუტინს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ომის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ“, - თქვა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 15 მაისს, სტამბოლში, პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.

ზელენსკიმ შეთავაზება მიიღო და თქვა, რომ პუტინს პირადად დაელოდება.

წყარო