გზაზე პრობლემა შეგექმნათ? ავტომობილი მოულოდნელად გაფუჭდა ან უბრალოდ რთულ საგზაო პირობებში გაიჭედეთ? თანამედროვე სამყაროში, სადაც ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ასეთი სიტუაციები არცთუ ისე იშვიათია. უმრავლეს შემთხვევაში კი, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო და ხშირად ერთადერთი გამოსავალი ევაკუატორის გამოძახებაა.
ზოგიერთი მძღოლი მხოლოდ მაშინ ფიქრობს ევაკუატორზე, როდესაც პრობლემა უკვე შექმნილია. თუმცა, თქვენ რამდენად მომზადებული ხართ ასეთი სიტუაციისთვის? იცით თუ არა, როგორ მოქმედებს ევაკუატორის სერვისი საქართველოში, როგორ უნდა გამოიძახოთ ის სწორად და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ოპერატორს? როგორია მომსახურების სტანდარტული პროცედურები და რას უნდა ელოდოთ ფასების თვალსაზრისით?
ეს სტატია იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელშიც განვიხილავთ ევაკუატორის გამოძახების სრულ პროცესს საქართველოში - დაწყებული პირველი ზარიდან, დამთავრებული დანიშნულების ადგილამდე თქვენი ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებით.
რა შემთხვევებში გჭირდებათ ევაკუატორი?
ევაკუატორი თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში შესაძლებელია დაგჭირდეთ ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა:
ავტომობილის მექანიკური დაზიანება - სიჩქარეების კოლოფის გაუმართაობა, ძრავის პრობლემები, საჭის სისტემის დაზიანება, გადაცემათა კოლოფის დეფექტები და სხვა მექანიკური გაუმართაობები, რომლებიც მანქანის დამოუკიდებლად გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.
საგზაო შემთხვევა - ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის გადაყვანა სერვის ცენტრში ან სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებულ ადგილას, როდესაც მისი დამოუკიდებლად მართვა საფრთხის შემცველია.
აკუმულატორის დაცლა - თუ ავტომობილის აკუმულატორი მოულოდნელად დაიცალა და ადგილზე დამუხტვა ან დაქოქვა ვერ ხერხდება, ევაკუატორი საუკეთესო გამოსავალია.
საბურავის დაზიანება - როდესაც ერთზე მეტი საბურავი დაზიანდა და სათადარიგო არ გაქვთ, ან სათადარიგოს გამოყენებაც შეუძლებელია.
ავტომობილის ჩარჩენა თოვლში/ტალახში - როცა საჭიროა რთულ რელიეფზე ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა.
საწვავის ამოწურვა შორეულ ადგილას - როდესაც ავტომობილს საწვავი ისეთ ადგილას გამოელია, საიდანაც უახლოესი ბენზინგასამართი სადგური რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოსვლა - თანამედროვე ავტომობილების კომპიუტერული სისტემების გაუმართაობა, რომელიც ხშირად მოითხოვს სპეციალისტის ჩარევას.
გეგმიური ტრანსპორტირება - ავტომობილის გადაყვანა ერთი ქალაქიდან მეორეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც მფლობელს არ სურს ან არ შეუძლია თავად მართოს მანქანა.
კოლექციური ან ძვირადღირებული ავტომობილების გადაზიდვა - როდესაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და სპეციალური აღჭურვილობა ავტომობილის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პრობლემას მარტივად აგვარებენ ისეთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც მაგალითად კომპანია ,,ჯუბაა’’.
პირველი ნაბიჯი – ევაკუატორის გამოძახება
რთული საგზაო პრობლემის დროს, პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დროული დახმარების მოთხოვნაა. ევაკუატორის გამოძახება შესაძლებელია რამდენიმე გზით:
1. სატელეფონო ზარი
ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი პირდაპირ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვაა. უმჯობესია, დაუკავშირდეთ მათ, ვინც მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში გთავაზობთ.
,,ჯუბას’’ სერვისი - ,,ევაკუატორი გამოძახებით’’ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, კახეთში თუ სხვა რეგიონში - ევაკუატორის გამოძახებას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. გარდა ამისა, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებობს გამოძახების ონლაინ ფორმაც.
2. საჭირო ინფორმაციის მიწოდება
მეტი ოპერატიულობისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ მზად იყავით შემდეგი ინფორმაციის გასაზიარებლად:
ზუსტი ადგილმდებარეობა
რაც უფრო დეტალურად აღწერთ თქვენს მდებარეობას, მით უფრო სწრაფად მოგაგნებთ ევაკუატორი. ოპერატორს გადაეცით:
ავტომობილის დეტალები
3. ოპერატორის რეაგირება და შეფასება
როდესაც კომპანია თქვენს გამოძახებას მიიღებს, დაიწყება პროცესის მეორე ეტაპი - გამოცდილი ოპერატორი დაგისვამთ დამატებით კითხვებს, რათა უკეთ შეაფასოს სიტუაცია.
ხარჯების წინასწარ განსაზღვრა
კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია ,,ჯუბას’’ უნიკალური უპირატესობა ფიქსირებული ფასებია, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც სჭირდება ევაკუატორი იაფად - ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურებით. ,,ჯუბას’’ არჩევის შემთხვევაში, ოპერატორი წინასწარ გაცნობებთ სერვისის ზუსტ ღირებულებას, რაც თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ და დამატებით ხარჯებს.
შესაბამისი ტექნიკის შერჩევა
საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, თქვენი ავტომობილის მოდელისა და პრობლემის ტიპის მიხედვით, კომპანია ირჩევს შესაბამის ევაკუატორს:
ევაკუატორი გამოძახებით - მომსახურება ადგილზე
როდესაც ევაკუატორი საჭირო ლოკაციაზე მიდის - იწყება პროცესის პრაქტიკული ნაწილი - ავტომობილის ევაკუაცია.
თავდაპირველად, სპეციალისტები აფასებენ სიტუაციას და იღებენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს:
ზოგადად, ყოველი ევაკუაცია სპეციფიკურ ტექნიკურ მოქმედებებს მოითხოვს, მაგალითად, როგორიცაა:
ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
ავტომობილის ევაკუატორზე მოთავსების შემდეგ იწყება ტრანსპორტირების ეტაპი - რომლის დროსაც წინასწარ დგინდება დანიშნულების ადგილი - ეს შეიძლება იყოს ავტოსერვისი, მომხმარებლის საცხოვრებელი, სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული ლოკაცია, ავტოსადგომი და ა.შ.
ბოლო ეტაპი - ანგარიშსწორება
გაწეული მომსახურების შემდეგ, პროცესი ანგარიშსწორებით სრულდება, რა დროსაც კომპანიები თითოეულ მომხმარებელს გადახდის მოქნილ მეთოდებს სთავაზობენ:
უკუკავშირი და შეფასება - როცა თქვენი აზრი მნიშვნელოვანია
მომსახურების დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი შეფასება და კომენტარი თქვენ მიერ არჩეული კომპანიის ვებგვერდზე - ეს დაეხმარება პოტენციურ კლიენტებს და ასევე თავად კომპანიას სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.
რატომ უნდა აირჩიოთ კომპანია ,,ჯუბა’’?

ევაკუატორის მომსახურება საკმაოდ საპასუხისმგებლო და საყურადღებო პროცესია, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ყველაზე გამოცდილ და სანდო გუნდს მიანდოთ.
კომპანია ,,ჯუბას’’ მთავარი უპირატესობებია:
20-წლიანი გამოცდილება - წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ნებისმიერ სიტუაციაში.
ფიქსირებული ფასები - უნიკალური საფასო პოლიტიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული კილომეტრაჟზე, საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ სერვისის ზუსტი ღირებულება და წინასწარ განსაზღვროთ ხარჯები.
ფართო გეოგრაფიული დაფარვა - თუ გჭირდებათ ევაკუატორი თბილისში ან მის ფარგლებს გარეთ, იცოდეთ, რომ ,,ჯუბას’’ მოქმედების არეალი ფართოა - კომპანია ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი - აქ შეხვდებით კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც გამოირჩევიან როგორც ტექნიკური ცოდნით, ასევე მომსახურების მაღალი სტანდარტებით.
24/7 მომსახურება - კომპანია ,,ჯუბას’’ სერვისის მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, უქმე დღეების ჩათვლით.
ამიტომაც, გზაზე შექმნილი პრობლემის შემთხვევაში, ნუ დაკარგავთ დროს - დაუკავშირდით კომპანია ,,ჯუბას’’ და მიიღეთ პროფესიონალური დახმარება ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში. მიმართეთ მათ, ვისთვისაც თქვენი ავტომობილის უსაფრთხოება და მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია.
R