ავტორი:

"კიმი აბაზანაში ჩაკეტეს და ოთახიდან 10 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს" - გახმაურებული საქმის პროცესი დაიწყო: მას დაზარალებული კარდაშიანიც ესწრებოდა

"კიმი აბაზანაში ჩაკეტეს და ოთახიდან 10 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს" - გახმაურებული საქმის პროცესი დაიწყო: მას დაზარალებული კარდაშიანიც ესწრებოდა

კიმ კარდაშიანის ძარცვაში ბრალდებული 10 ადამიანის სასამართლო პროცესი პარიზში უკვე დაიწყო. პროცესს თავად რეალითი შოუს ვარსკვლავიც ესწრებოდა.

  • დანაშაული 2016 წელს მოხდა: მძარცველები შეიჭრნენ კიმის სასტუმროს ნომერში და იარაღით დაემუქრნენ, რის შემდეგაც აბაზანაში ჩაკეტეს და ოთახიდან 10 მილიონი დოლარის ძვირფასი სამკაულები მოიპარეს.

"ფეხებით დამიჭირეს და საწოლთან დამათრიეს, ტანსაცმელი არ მეცვა.. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ გაუპატიურებას მიპირებდნენ. ამას უკვე შევეგუე, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. დამაკავეს და იარაღი მომაბჯინეს. მეგონა, პირდაპირ თავში სროლას აპირებდნენ. სულ ვამბობდი: "ვკვდები, არა, მოვკვდები?, ცოცხალი დამტოვეთ, შვილები მყავს!

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ უნდა გამეკეთებინა ის, რასაც მეტყოდნენ. ვფიქრობდი, რომ ჩემს გაუპატიურებას აპირებდნენ" - განაცხადა კარდაშიანმა.

მასშტაბური სპეცოპერაცია 9 იანვარს ერთდროულად დაიწყო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამოღებულია ფული და ძვირფასეულობა, აგრეთვე განხორციელდა ჩხრეკები პარიზის საიუველირო მაღაზიებში.

ბანდის მეთაური ალჟირიდან არის. წევრებს შორის ყველაზე უფროსი 72 წლისაა, მათ შორისაა სამი ბოშა ქალიც.

წყარო