ავტორი:

"მაკრონს ადანაშაულებენ კოკაინის მოხმარებაში, ზელენსკიზეც ავრცელებენ ვიდეოებს "ზელენსკი კაიფში", არაფერი გეცნობათ? გახსოვთ ვიდეო "სააკაშვილი კაიფში"?" - სააკაშვილი

"მაკრონს ადანაშაულებენ კოკაინის მოხმარებაში, ზელენსკიზეც ავრცელებენ ვიდეოებს "ზელენსკი კაიფში", არაფერი გეცნობათ? გახსოვთ ვიდეო "სააკაშვილი კაიფში"?" - სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ემანუელ მაკრონზე გავრცელებულ ინფორმაციას:

"რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები პრეზიდენტ მაკრონს ადანაშაულებენ კოკაინის მოხმარებაში. ზელენსკიზეც მუდმივად ავრცელებენ ვიდეოებს "ზელენსკი კაიფში". ხშირად იმეორებენ, რომ მას შარვალი უკუღმა აცვია. არაფერი გეცნობათ?გახსოვთ ვიდეო "სააკაშვილი კაიფში"?

შეიძლება ვინმეს არც კი გაახსენდეს, რომ ოდესაში გუბერნატორობის დროს ჩემზე რუსები ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, რომ შარვალი და წინდები უკუღმა მეცვა.მოკლედ არსებობს "კაგებეს" სახელმძღვანელო და ახალი რამეების მოგონება ეზარებათ.მე ის ადამიანები უფრო მეცოდება საქართველოში, ვისაც ეს პროპაგანდა დღემდე სჯერა" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

წაიკითხეთ ასევე: