რუსეთს დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.
მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე, და ასევე არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დროს.
“არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას,” - განაცხადა პესკოვმა.