ავტორი:

“ვეცდები, პუტინი დავარწმუნო, ვეტყვი: ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“ - ბრაზილიის პრეზიდენტი

“ვეცდები, პუტინი დავარწმუნო, ვეტყვი: ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“ - ბრაზილიის პრეზიდენტი

“ვეცდები, პუტინი დავარწმუნო, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდეს“, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვეცდები პუტინს დაველაპარაკო. ვეტყვი: „ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მანამდე ბრაზილიამ და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.