თბილისში, ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა ღამით მოხდა. ავტომობილის ერთი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, ის საავადმყოფოში, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება. ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი ამ დრომდე არ უპოვიათ.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. იგეგმება მტკვრის დონის დაწევა.
“ოთხნი იყვნენ მანქანაში, 1 გადარჩა, სამს ეძებენ. წუხელ ღამით, 2:00 საათზე დამირეკა ძმაკაცმა და მაგის შემდეგ აქ ვარ. როგორც კი გაიგეს და გაავრცელეს, მაგის მერე აქ ვარ. ახლა იკლებს წყალი,“ - აცხადებს ჟურნალისტთან ადგილზე მყოფი.
თვითმხილველის თქმით, შემთხვევა ღამის 12-დან, 1:00-მდე მოხდა შემთხვევა. მისი თქმით, კიდევ ერთი პირი, რომელიც ამოჰყავდათ, წყალმა წაიღო.
“ერთი ამოყვანილია, ერთმა გაცურა წყალში, ვერ მოასწრეს ამოყვანა.“ - აცხადებს მამაკაცი.
“წყალმა წაიღოო, როცა ამოჰყავდათო. 2 მანქანაშიაო, ამბობენ...“ - აცხადებენ ადგილზე მყოფები.
სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი
იხილეთ ასევე: