ავტორი:

"გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ" - რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

"გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ" - რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

ტელეკომპანია "იმედის“ თანამშრომლის, 24 წლის შაკო ნათენაძის ცემის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული, მისივე ასაკის, ახალგაზრდა, გვარად, მურაჩაშვილი. დანაშაული გლდანში მოხდა. შაკო ნათენაძე კლინიკაში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ შემთხვევაზე, რომელმაც ნათენაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.

როგორც სოციალურ ქსელში დაწერეს ნათენაძის ახლობლებმა, მას უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შაკო ნათენაძე მიყენებული დაზიანების შედეგად 10 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, იგი 13 მაისს დაკრძალეს.

პირი კი, რომელმაც მასზე იძალადა, 7 მაისს დააკავეს.

საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ტელეკომპანია "იმედზე", დილის გადაცემაში, რომელშიც გარდაცვლილი ხმის რეჟისორად მუშაობდა, ნათქვამმა, რომ "მან (ანუ შაკომ - რედ.) - ვერ შეძლო დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა".

"გაუსაძლისია. "იმედის" თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს საკუთარ უბანში. ცემით მოკლეს. თავში იმდენი ურტყეს თურმე, რომ ტვინის შეშუპებით დაიღუპა. და ამის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოვიდნენ ეთერში და რა თქვეს, იცით? “გამოწვევებს ვერ გაუძლო” და “სამწუხაროდ გარდაიცვალაო”. დამალეს ინფორმაცია, რომ მოკლეს. მაყურებელს ეგონება, რომ თავი მოიკლა, ან მძიმე სენი ჰქონდა. აი, ასე მიუსამძიმრეს, ხალხნო, საკუთარ მეგობარს, არ ახსენეს, რომ სასტიკად მოკლულია.არ გაბრაზდნენ მკვლელებზე,არ თქვეს რომ ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს, სისხლი არ აუდუღდათ,არა, არა, არაფერი ეს არ თქვეს..უბრალოდ აი, ასე თქვეს: “გამოწვევებს ვერ გაუძლოო” და “გარდაიცვალა”.. მშვიდობას ღაღადებენ და აბა, მკვლელობას ხომ არ გამოაცხადებდნენ?!” კომენტარები წაიკითხეთ. მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი შეშალეს ჭკუიდან.

ესენი ვინ არიან?” - დაწერა ამის შემდეგ ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ.

"მიუღებელი და ამორალურია ამ უმძიმესი სიტუაციის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ან "იმედზე" თავდასხმისთვის გამოყენება", - განაცხადა "იმედის დილის" ეთერში ერთ-ერთმა წამყვანმა ეკო ფანგანმა 14 მაისს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტრაგედია მეგობრებს შორის დატრიალდა:

"გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც ლამის ბავშვობიდან მეგობრობდნენ. როგორც ვიცი, იმ დღეს დალიეს, სუფრაზე მათ გარდა იყვნენ სხვებიც. ზუსტად რა მოხდა, უცნობია, მაგრამ ბიჭი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ფაქტია, ბავშვი ასე სხვის ჩარევს გარეშე ვერ დაშავდებოდა, სავარაუდოდ, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც შაკოს თავის სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს. მას უკარგესი მშობლები ჰყავს, რომლებმაც კარგი შვილები გაზარდეს, ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ენით აღუწერლად მძიმე..."