ავტორი:

"პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა" - ჯო უილსონი

"პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა" - ჯო უილსონი

"უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა" - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

"ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ: ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა; პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო; ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა; ოპოზიცია აკრძალა; უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა. უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”, - წერს უილსონი.

წაიკითხეთ ასევე: