58 წლის სელმა ჰაიეკი Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა. მსახიობი ძვირფასი ქვებით მორთულ ბიკინიში საოცრად გამოიყურებოდა და გლამურულ საცურაო აუზში პოზირებდა.
ჰაიეკი წლებია ამტკიცებს, რომ მის ფიგურას არაფერი აქვს საერთო ინტენსიურ ვარჯიშთან ან დამქანცველ სპორტდარბაზში სიარულთან. ადრე განაცხადა, რომ მას ურჩევნია თავი აარიდოს კარდიო ვარჯიშებს, როგორიცაა სირბილი და სპორტდარბაზის ვარჯიშები და ამბობს, რომ თავის მოხდენილ ფორმებს უფრო მშვიდი, ტონუსში მოყვანის უნარის მქონე აქტივობების, მაგალითად მედიტაციის წყალობით ინარჩუნებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკა; ჰაიეკმა თავისი შთამბეჭდავი გარეგნობა ლიბანელი მამისა და მექსიკელ-ესპანელი დედისგან მემკვიდრეობით მიიღო.