ავტორი:

უწყვეტი პროტესტის 168-ე დღე - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

უწყვეტი პროტესტის 168-ე დღე - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

  • სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის 168-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ტერიტორია დატოვა.

მანამდე პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს პოლიციის კორდონი იდგა.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.