თურქეთში მოლაპარაკებებისთვის წარდგენილ რუსეთის დელეგაციაში ვლადიმერ პუტინი არ არის
თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილ რუსეთის დელეგაციაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სიას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ის 2022 წელსაც იყო რუსეთის სამომლაპარაკებლო ჯგუფის მეთაური, როდესაც ერთმანეთს უკრაინული და რუსული დელეგაციები ხვდებოდნენ.
დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გაულიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).
დოკუმენტში ასევე მოლაპარაკებებისთვის “ექსპერტების” სიაა აღნიშნული, რომელშიც შედიან: ალექსანდრ ზორინი (რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ელენა პოდობრეევსკაია (ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე), ალექსეი პოლიშჩუკი (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეორე დეპარტამენტის დირექტორი) და ვლადიმირ შევცოვი (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე).
დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შესაძლოა, თურქეთში ჩასულიყო.
„არ ვიცი, ის [ვლადიმერ პუტინი] იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ [თურქეთში ვიზიტი] ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
წაიკითხეთ ასევე: