ავტორი:

გარდაცვლილები მოხუცთა თავშესაფრიდან და 1 000-ზე მეტი ევაკუირებული: მასშტაბური ხანძარი კანადაში - ხელისუფლება ვითარების დამძიმებას ელის (ფოტოები)

გარდაცვლილები მოხუცთა თავშესაფრიდან და 1 000-ზე მეტი ევაკუირებული: მასშტაბური ხანძარი კანადაში - ხელისუფლება ვითარების დამძიმებას ელის (ფოტოები)

კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურმა ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი ადამიანის იძულებითი ევაკუაცია განხორციელდა.

ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხანძრების სეზონი დაიწყო და ამან შეიძლება დამანგრეველი შედეგი გამოიღოს.

კანადის ფედერალურმა პოლიციამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ ომანიტობას ცენტრში, ლაკ-დიუ-ბონეს პატარა თემში, 2 ადამიანი დაიღუპა სადაც უჩვეულოდ ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდია.

  • კანადის სამეფო პოლიციის ცნობით, გარდაცვლილები ბონეტის ტბაზე მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, ტყის ხანძრების შედეგად მიღებული დაზიანებები სახელდება.

როგორც მედია წერს, პოლიციამ იცოდა, რომ ისინი ხაფანგში იყვნენ, თუმცა სამშაბათს არსებული ექსტრემალური პირობების გამო მაშველები ადგილზე ოთხშაბათ დილამდე ვერ მივიდნენ.

ხელისუფლების ცნობით, ამჟამად კანადაში ხანძრის 92 აქტიური კერაა, მათ შორის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, სასკაჩევანში, მანიტობასა და ონტარიოში.

მანიტობაში ხანძრის 24 აქტიური კერაა, რომელთაგან ხუთი უკონტროლოა. ხოლო, ონტარიოს საზღვარზე ერთ-ერთი ხანძარი 100 000 ჰექტარზე გავრცელდა.

წყარო