ავტორი:

ყოფილი პარლამენტარის შვილთაშვილი, რომელიც დედასთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საქართველოში დაკავებულ ბრიტანელ სტუდენტზე

ყოფილი პარლამენტარის შვილთაშვილი, რომელიც დედასთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საქართველოში დაკავებულ ბრიტანელ სტუდენტზე

MailOnline-ის ცნობით, ბრიტანელი სტუდენტი, რომელსაც საქართველოში 12 კილოგრამამდე კანაფის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ, დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის“ გარდაცვლილი პარლამენტის წევრის შვილიშვილია.

  • შეგახსენებთ, რომ 18 წლის ბელა მეი კალი თბილისის აეროპორტში დააკავეს. შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

ამ კვირის დასაწყისში სტუდენტი საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც განაცხადა, რომ ორსულად იყო და შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა.

  • როგორც მედია წერს, ბრიტანეთის ყოფილი პარლამენტის წევრის, ფრენკ კუკის შთამომავალია, რომელიც 2012 წელს, 76 წლის ასაკში, ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ფრენკ კუკი

კელი რეგულარულად აქვეყნებს ფოტოებს, ბატონი კუკის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომელიც ბრალდებულის ბებიაა.

Dailymail-ის ცნობით, პარლამენტარი წლების წინ ფინანსურ სკანდალში იყო გახვეული, როდესაც 2009 წელს გაირკვა, რომ მან თანაშემწისგან ბრიტანეთისთვის ბრძოლის ცერემონიაზე მონაწილეობის მიღებისთვის შემოწირულება მოითხოვა.

ფრენკ კუკი2010 წლის საყოველთაო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს იყრიდა, თუმცა მეხუთე ადგილი დაიკავა. ბატონი კუკის ოთხ შვილს 340 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ანდერძით არაფერი დარჩა და მთელი მისი ქონება მის მეუღლეს გადაეცა.

  • რაც შეეხება ბელა მეი კალის, როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ჩანს, სანამ საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, სხვადასხვა ტროპიკულ ქვეყნებში საკმაო ფუფუნებაში ცხოვრობდა.

TikTok-ისა და Instagram-ის პოსტებში კელიმ ნაღდი ფულის უზარმაზარი შეკვრა გამოაქვეყნა, რომელიც თმის სამაგრით იყო შეკრული.

გოგონას ონლაინ პოსტები გასულ კვირას მოულოდნელად შეწყდა. ტაილანდში მოგზაურობის შემდეგ, ოჯახს მასთან კონტაქტი არ ჰქონია. მალევე შეიტყვეს, რომ სტუდენტი საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 კგ-მდე კანაფის და სხვა საშუალებების გადატანისას დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 18 წლის კალი ძმასთან და დედასთან ერთად ბილინგჰემში, სოციალურ საცხოვრებელში ცხოვრობს. მან ახლახან დაასრულა კურსი მიდლსბროს კოლეჯში და ექთნის პროფესიის მიღებას გეგმავდა.

“სტუდენტი, რომელიც გამოძიების გაგრძელების პარალელურად ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებოდა, ამჟამად „შეშინებული და დაბნეულია“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა.

კალი დედასთან ერთად

მისმა ადვოკატმა MailOnline-ს დაუდასტურა, რომ მისი მამა, ნილ კალი, ამჟამად თბილისისკენ მიემართება. ადვოკატის თქმით, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებოდა, ამჟამად "შეშინებული და დაბნეულია".

ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ნარკოდანაშაულის ექსპერტმა, პოლიციის ყოფილმა გენერალმა ჯემალ ჯანაშიამ, გამოცემა dailymail-ს განუცხადა: "ის ფაქტი, რომ იგი „კრიმპოლის“ სპეციალური დავალებათა დეპარტამენტმა დააკავა, მიუთითებს, რომ ეს შემთხვევითი ჩხრეკა კი არა, დაგეგმილი ოპერაცია იყო.

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ.

კალის ქართველმა ადვოკატმა მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა.

წყარო

იხილეთ ასევე: