კანის 78-ე კინოფესტივალზე, მსახიობმა რობერტ დე ნირომ ანანო ბაკურაძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
“მადლობა თქვენი გუშინდელი სიტყვისთვის. მე საქართველოდან ვარ და ჩვენ ვიბრძვით ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი მეგობრები და კოლეგები პატიმრობაში არიან, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ახალგაზრდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
მინდა გკითხოთ, როგორ მოვედით აქამდე მთელი მსოფლიო? როგორ მოვედით ამ წერტილამდე? მადლობა,“ - მიმართავს ანანო ბაკურაძე რობერტ დე ნიროს.
“ეს იგივეა, რომ თუ რაიმეს წყლის ზედაპირზე ჩააგდებ, ის მაღლა ამოტივტივდება. მაღლა კი სამართლიანობაა და სიცხადეა ჩემთვის. ადამიანებმა იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან.... ადამიანები ვინც სწორად არ იქცევიან, მათ ეს იციან. მე ვიცი რომ ეს უნდა აწუხებდეთ მათ. ეს მოხდა საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში,“ - განაცხადა რობერტ დე ნირომ.