ზუგდიდში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა არასრულწლოვანები გზაზე გადადიოდნენ.
"ოდიში ნიუსის" ინფორმაციით, დაშავებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო, მძიმეა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მძიმეა მეორე მოზარდის მდგომარეობაც, რომელსაც შეჯახების შემდეგ თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აღენიშნება, შესაბამისად, ის ხელოვნური კომის მდგომარეობაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს დაზიანებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება