საქართველოს ისტორია ათასწლეულების წინ დაიწყო. ის სავსეა მეფეებისა და გმირების, ბრძოლისა და რწმენის, აღზევებისა და დაცემის ამბებით და ამ ყველაფრის ცოდნა მხოლოდ შორეული წარსულის თვალიერება არ არის, ეს საკუთარი თავის უკეთ გაგებაა, თუ ვინ ხარ და საიდან მოხვედი.
ისტორიის ცოდნა არ არის ძველი მოვლენების დაზეპირება, ეს არის შესაძლებლობა გავიგოთ, ვინ ვართ, რატომ ვართ და საით უნდა წავიდეთ. ის გვაძლევს ფასეულობებს, რაზეც სახელმწიფოს აშენება შეიძლება. გვაჩვენებს, როგორ იქმნება ერთობა მეფისა და ხალხის, კულტურისა და რწმენის გარშემო. გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ მარცხს ღირსებით და ვიპოვოთ გზა გამარჯვებამდე. ისტორია გვიხსნის, რომ ეროვნული იდენტობა, მხოლოდ ენისა და ტრადიციის სიყვარული არ არის, ესაა მეხსიერება, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც მემკვიდრეობას.
გამომცემლობა „პალიტრა L” გთავაზობთ უნიკალურ, ილუსტრირებულ ხუთტომეულს საქართველოს ისტორიაზე — სერიას, რომელიც წარმოგიდგენთ ჩვენს წარსულს, გრძელი და მრავალფეროვანი თავგადასავლის ფორმით.
რას მოიცავს ხუთტომეული?
ქართველების თავგადასავლის მოყოლა, სულ ცოტა, 1,85 მილიონი წლის წინანდელი ამბებით იწყება, როცა დმანისში, ჩვენს მიწა-წყალზე, მსოფლიო საზოგადოებისთვის Homo Georgicus-ებად ცნობილი ჰომინიდები, მზია და ზეზვა, ცხოვრობდნენ. წიგნი მიუყვება ჩვენი ისტორიის ბილიკებს აიეტის კვიტაისამდე, ფარნავაზის მცხეთამდე, გორგასლის თბილისამდე... და ეს ყველაფერი აღწერილია თანადროული მსოფლიო მოვლენების ფონზე. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ დახუნძლულია საინტერესო ფოტომასალით, რუკებით, ილუსტრაციებით, რეკონსტრუქციებით... ამდენად, მისი გაცნობა სასარგებლოც იქნება და სახალისოც, მომზადებულ მკითხველსაც დააინტერესებს და მასაც, ვინც ახლა გადაწყვეტს ჩვენი ხალხისა და სამშობლოს მატიანის გაცნობას; მასში სათავისო საკითხავს მონახავენ ბავშვებიც და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც.
საქართველოს ისტორიის ხუთტომეული შთამბეჭდავი გზამკვლევია საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე:
ყოველივე ეს, სერიაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფოტომასალით, ისტორიული რუკებით, ილუსტრაციებითა და რეკონსტრუქციებით.
სერიის პირველი ტომი 19 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი. სერია გაგრძელდება თვეში ერთი ტომის გამოცემით და ერთი კვირის მანძილზე, წიგნის სპეციალური ფასი მხოლოდ 18₾ იქნება.
ვისთვის არის ეს სერია?
ასევე, ხუთტომეული შესანიშნავი საჩუქარია როგორც მოზარდებისთვის, ისე ყველასთვის, ვინც საქართველოს ისტორიით ინტერესდება.
R