საქართველოში ფულადი გზავნილების მესამედზე მეტი 2 ქვეყანაზე - აშშ-სა და იტალიაზე მოდის.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში აღნიშნული ქვეყნებიდან 104.2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 35.2%-ს შეადგენს.
მთლიანად კი, 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ - 53.987 მლნ დოლარი
იტალია - 50.211 მლნ დოლარი
რუსეთის ფედერაცია - 39.867 მლნ დოლარი
გერმანია - 24.835 მლნ დოლარი
საბერძნეთი - 24.624 მლნ დოლარი გააგრძელეთ კითხვა