ავტორი:

ლეგენდარული რონალდინიო თბილისშია - ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეგენდების მატჩისთვის ემზადება: რა ფოტოები ვრცელდება მედიაში

ლეგენდარული რონალდინიო თბილისშია - ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეგენდების მატჩისთვის ემზადება: რა ფოტოები ვრცელდება მედიაში

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია. ფოტოებს Geo Team ავრცელებს.

რონალდინიოს შეხვდა თბილისის მერი კახა კალაძე.

“რონალდინიო თბილისშია“ , - წერს კალაძე და ლეგენდასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ხვალ, 16 მაისს, 19:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. ქართული ფეხბურთის ლეგენდები, “ბარსელონას“ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან.

ეს არის “ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი - რომელიც შარშან, ბათუმში დაიწყო.

ქართველი გულშემატკივარი რონალდინიოს ნახვას სწორედ დინამო არენაზე შეძლებს.