ავტორი:

ქართული ცეკვა და შთამბეჭდავი სანახაობა Eurovision Song Contest 2025-ზე: მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე წარსდგა (ვიდეო)

ქართული ცეკვა და შთამბეჭდავი სანახაობა Eurovision Song Contest 2025-ზე: მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე წარსდგა (ვიდეო)

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი მიმდინარეობს.

პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, სადაც გრანდიოზულ ფინალში საკუთარი ქვეყნების წარმოდგენის უფლებისთვის 15 ქვეყანა იბრძოდა - მეორეში ერთით მეტი, 16 მონაწილე იყო.

საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა.

მასთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ “ერისიონის“ მოცეკვავეები.

მეორე ნახევარფინალში წარმოდგენილი არიან: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, ლიტვა, მალტა, საქართველო, საფრანგეთი, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, გერმანია, სერბეთი და ფინეთი.

მეორე ნახევარფინალის დასრულებისთანავე გაიმართება ხმის მიცემა და გაირკვევა, თუ რომელი 10 მონაწილე გადავა გრანდიოზულ ფინალში.

იხილეთ Eurovision Song Contest 2025-ის პირდაპირი ეთერი:

მარიამ შენგელიას გამოსვლა: