თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.
აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მათ ეს პირები სასამართლო შენობიდან გაიყვანეს. ამ წუთას სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობს.
დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული სასამართლოს თანამშრომლებს მიმართავდა, რომ დედამისს არ მიახლოებოდნენ.