ავტორი:

"ალ-აიალა" - რას ნიშნავს რიტუალი, რომლითაც ტრამპს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დახვდნენ

"ალ-აიალა" - რას ნიშნავს რიტუალი, რომლითაც ტრამპს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შუა აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ესტუმრა, სადაც საინვესტიციო წინადადებები განიხილა და როგორც მედია წერს, საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრებიც მიიღო.

  • მას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. საბრძოლო ყიჟინის ფონზე, ტრამპმა თეთრ სამოსში ჩაცმულ ბავშვებს შორის ჩაიარა, რომლებიც გრძელ თმას ტალღისებურად, გვერდებზე იქნევდნენ.

„რა ლამაზი ქალაქია! მიყვარს!“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის სასახლეში, ცერემონიალის დასრულების შემდეგ.

  • სასახლეში დახვედრის ცერემონია ძალიან პოპულარული გახდა. ყველას აინტერესებს, თუ რა დატვირთვა ჰქონდა სცენას.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია განმარტავს, რომ “ალ-აიალა“ გამოსახავდა განსაკუთრებულ პატივისცემას სტუმრის მიმართ და მოიცავს “ბრძოლის სიმულაციას“.

როგორც წესი, “ალ-აიალა“, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქორწილებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებზე სრულდება.

ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად, ირანისგან განსხვავებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არ არსებობს კანონები, რომლებიც ქალებს თმის დაფარვას ავალდებულებს.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა მოგზაურობის დროს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ეკონომიკური ინვესტიციების ვალდებულება მიიღო.

წყარო