ავტორი:

ყოფილი ქმრის ცოლი, კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია და სხვა ვარსკვლავები: რა ხდებოდა ჯეფ ბეზოსის საცოლის წინა საქორწინო წვეულებაზე - ფოტოები პარიზიდან

ყოფილი ქმრის ცოლი, კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია და სხვა ვარსკვლავები: რა ხდებოდა ჯეფ ბეზოსის საცოლის წინა საქორწინო წვეულებაზე - ფოტოები პარიზიდან

ლორენ სანჩესმა ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან მოახლოებული ქორწილის წინ პარიზში წვეულება გამართა. ღონისძიებას მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

  • 55 წლის გლამურულმა ჟურნალისტმა ღონისძიებებით სავსე უქმე დღეები დაგეგმა და წინასაქორწინო ზეიმი თავისი ვარსკვლავი მეგობრების გარემოცვაში დაიწყო. მათ შორის არიან კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია, კეიტი პერი, კრის ჯენერი და სხვები.

ლორენმა და მისმა ცნობილმა მეგობრებმა ისტორიულ ლაფაიეტის რესტორანში ისადილეს, სადაც მათ შემწვარი ქათამი, ცეზარის სალათი, ნორვეგიული შებოლილი ორაგული და მთავარი კერძი მიირთვეს, რომელიც სოკოს რიგატონისა და შემწვარ ქათამს მოიცავდა. მათ შორის ასევე იყო ოქტობერ გონზალესი, ლორენის ყოფილი მეუღლის, ტონი გონზალესის ცოლი. ტონისთან ლორენს 24 წლის შვილი, ნიკო ჰყავს.

წვეულებაზე ლორენი თეთრი მინი კაბით გამოირჩეოდა, რომელიც მის ტონირებულ ფეხებს წარმოაჩენდა, ხოლო კიმ კარდაშიანს ტოპი და მაღალწელიანი მუქი ნაცრისფერი "ლეგინსი" ეცვა.

რაც შეეხება კეიტი პერის, ის წვეულებაზე გრძელი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა.

სანჩეზი და ბეზოსი, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაქორწინდებიან. მათ ცერემონიისთვის უჩვეულო ადგილი შეარჩიეს. წყვილმა, რომელმაც სავარაუდოდ, სამღერად ელტონ ჯონი და ლედი გაგა დაიქირავა, შეიძლება, ფიცი ვენეციურ კუნძულზე, ღია ცის ქვეშ მდებარე თეატრში წარმოთქვას. სავარაუდოდ, ზეიმის ნაწილი ბეზოსის მეგა იახტაზეც იქნება.

სანჩეზმა და ბეზოსმა თავიანთი ურთიერთობა საჯაროდ 2019 წელს გაამჟღავნეს. წყვილი 2023 წლის მაისში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ჯეფმა მას ცოლობა თავის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტაზე სთხოვა. მათი ნიშნობა წყვილის რომანს მოჰყვა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ორივე დაქორწინებული იყო. ჯეფი აღიარებს, რომ ამან გამოიწვია მისი გაყრა 25 წლის შემდეგ ცოლთან, მაკენზი სკოტთან, ისევე, როგორც ლორენის განშორება ქმართან, პატრიკ უაითსელთან, რომელზეც ის 2005 წელს დაქორწინდა და რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: