ავტორი:

"შესაძლოა, ჩემს მოკვლას აპირებდნენ" - "კურიერად" გასაღებული მკვლელი, რომელიც "ინფლუენსერს" სალონში მიეჭრა და "ლაივის" დროს მოკლა: მექსიკაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

"შესაძლოა, ჩემს მოკვლას აპირებდნენ" - "კურიერად" გასაღებული მკვლელი, რომელიც "ინფლუენსერს" სალონში მიეჭრა და "ლაივის" დროს მოკლა: მექსიკაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, ვალერია მარკესი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ქალი სილამაზის სალონში იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავისა და მკერდის არეში მიაყენა. მარკესი ადგილზე გარდაიცვალა.

  • 23 წლის ინფლუენსერმა ადრეც გამოთქვა შეშფოთება იმისა შესახებ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

„შესაძლოა, ჩემს მოკვლას აპირებდნენ“, - თქვა მარკესმა პირდაპირი ეთერის დროს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა გამოძიება ფემიციდის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი თავს კურიერად ასაღებდა და ამტკიცებდა, რომ მარკესისთვის „ძვირადღირებული საჩუქარი“ ჰქონდა გადასაცემი.

ხალისკოს შტატის პროკურატურის პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლება იძიებს, დაკავშირებულია თუ არა მისი სიკვდილი ყოფილი კონგრესმენის მკვლელობასთან, რომელიც იმავე რაიონში რამდენიმე საათთ ადრე მოხდა.

გაეროს მონაცემებით, 2001 წლიდან მექსიკაში სულ მცირე 50 000 ქალი მოკლეს.

წყარო