ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის „დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.
"სამუშაოები გრძელდება. რუსული მხარე ასეთ სიას მოამზადებს და მას უკრაინულ მხარესთან გაცვლის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.