ავტორი:

ბოლო დროის ყველაზე დიდი გაქცევა: აშშ-ში ციხის ტუალეტის უკან დამალული ფანჯრიდან 10-მა პატიმარმა გაპარვა შეძლო - "დაგვიჭირეთ, როცა შეძლებთ

ბოლო დროის ყველაზე დიდი გაქცევა: აშშ-ში ციხის ტუალეტის უკან დამალული ფანჯრიდან 10-მა პატიმარმა გაპარვა შეძლო - "დაგვიჭირეთ, როცა შეძლებთ

პარასკევს, ლუიზიანას შტატის ციხიდან ათი პატიმარი გაიქცა - WVUE-ს ცნობით , ორლეანის სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა დილის 8:30 საათზე გააკეთეს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებმა გაქცევა პატარა ფანჯრიდან მოახერხეს, რომელიც ტუალეტის უკან იყო დამალული. მათ პოლიციელებისთვის კედელზე დამცინავი კომენტარები დატოვეს:

"ჩვენ უდანაშაულოები ვარ“; „ყველაზე საძულველი 9“; "დაგვიჭირეთ, როცა შეძლებთ“- ვკითხულობთ კომენტარებში.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან 10-ვე პატიმარი ღამით, მე-10 საშტატთაშორისო გზატკეცილზე დაინახა.

WVUE-ს ცნობით, ლუიზიანას პოლიციის თანამშრომლებმა 10 გაქცეულიდან ერთ-ერთის დაკავება დაახლოებით დილის 11 საათზე შეძლეს, იგი მკვლელობაში ბრალდებული კენდალ მაილსია. ლუიზიანას შტატის პოლიციის Facebook პოსტის თანახმად , მაილსი NOLA-ს პოლიციელებმა ფრანგულ კვარტალში, ქალაქის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონაში აღმოაჩინეს.

მაილსის გარდა პოლიციამ კიდევ ორი გაქცეული პატიმრის დაკავება შეძლო.

WVUE-ს ცნობით, დანარჩენ დამნაშავეებს ძალადობრივი კრიმინალური წარსული აქვთ. ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ მსჯავრდებულები შესაძლოა ძველი ანგარიშების გასწორებას ცდილობდნენ.

კორი ბოიედს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაში ედება, ხოლო გარი პრაისი პირველი ხარისხის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.

გაქცეული ანტუან მესი ოჯახური ძალადობის, ქურდობის, პირობითი თავისუფლების აღკვეთის დარღვევის, გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ლეო ტეიტს ძარცვასა და იარაღის შენახვაში ადანაშაულებდნენ.

ორლეანის სამრევლო შერიფმა სიუზან ჰატსონმა პარასკევს განაცხადა, რომ გაქცევის დროს გამოყენებული ტუალეტის უკან არსებული სანტექნიკის პანელების მოხსნა მხოლოდ გარედან იყო შესაძლებელი, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ პატიმრებს გარე დახმარება ჰყავდათ.

წყარო