ავტორი:

“კვარაშოუ“ პარკ დე ფრენსზე - უკვე ოფიციალურად, "პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონია: ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის გამარჯვება ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად აღნიშნა

“კვარაშოუ“ პარკ დე ფრენსზე - უკვე ოფიციალურად, "პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონია: ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის გამარჯვება ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად აღნიშნა

“პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. “პარკ დე ფრენსზე“ გამრთულ შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინავდა. მან ლიგა 1 დუბლით დახურა და "ოსერს" თამაში შემოუტრიალა.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ სახლში „ოსერი“ 3:1 დაამარცხა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველმა მეტოქის კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე ლეონი დაეუფლა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც დონარუმას კარი სინაიოკომ დალაშქრა. შემდეგ მენდეშმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ უკვე უფრო აგრესიულად უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. ხვიჩას პასი დემბელემ ვერ გამოიყენა, რომელმაც ორი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. მერე კი „კვარამ“ შორიდან გაიტანა. ცოტა ხანში ქართველის გადაცემულ ბურთს მეილიუმ ვერ მიუჩინა ადგილი ლეონის კარში. მერე მარკინიოსმა თავურით გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მე-80 წუთზე მენდეშმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ რამუშის დარტყმული ბურთი ლეონმა მოიგერია. მალე "კვარამ" საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, 88-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონატზე 4, ხოლო ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა.

გოლები: 0:1 სინაიოკო (30), 1:1 კვარაცხელია (59), 2:1 მარკინიოსი (67), 3:1 კვარაცხელია (88)

გამოუყენებელი პენალტი: რამუში (80, პსჟ)

ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა!

კვარამ გამარჯვება მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა დამიანესთან ერთად აღნიშნა.

პსჟ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.

იხილეთ ასევე: