რუსებმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 88 ჩამოაგდეს, 128 კი დაიკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები.
„სამწუხაროდ, ობუხოვსკის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგად, ქალი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა“, - წერს კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კალაშნიკი თავის Telegram არხზე.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 61 წლის მამაკაცი, 59 წლის ქალი და ოთხი წლის ბავშვი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ნაწილობრივ განადგურდა საცხოვრებელი სახლები.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობაა.