ავტორი:

150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია და მსოფლიოს ლიდერები - ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვა დაიწყო, ვინ ესწრება მას: განახლებადი ინფორმაცია (პირდაპირი ეთერი)

150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია და მსოფლიოს ლიდერები - ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვა დაიწყო, ვინ ესწრება მას: განახლებადი ინფორმაცია (პირდაპირი ეთერი)

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო.

პაპი ლეო XIV დღეს წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ, თავის საინაუგურაციო წირვას უხელმძღვანელებს, რაც მისი პაპობის ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს.

ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე (აღმოსავლეთის დროით დილის 4 საათზე) დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება. იგი მოიცავს წირვას და რამდენიმე რიტუალს.

ცერემონიას ესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და მიხეილ ყაველაშვილი. მან ვატიკანში თავისი ვიზიტის შესახებ საზოგადოებას გუშინ ამცნო.

“დღეს, დელეგაციასთან ერთად, რომს ვეწვიე. 18 მაისს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწრები,“ - გაავრცელა მიხეილ ყაველაშვილმა 17 მაისს.

ცერემონიაზე დასასწრებად ვატიკანში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლებსაც მონარქები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობდნენ.

მანამდე, პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.

  • პაპ ლეო XIV-მ პირველი წირვა 8 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ, რაც კონკლავმა ის პაპად აირჩია და ამ წირვის დროს კათოლიკური ეკლესიის ერთიანობისა და ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.

განახლება 13:31

პაპმა ლეო XIV-მ თავის ქადაგებაში საზოგადოებას “ერთიანობისა და სიყვარულისკენ“ მოუწოდა.

იტალიურ ენაზე წარმოთქმულ ქადაგებაში პაპმა განაცხადა, რომ ეკლესიის ავტორიტეტი ქველმოქმედებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა „რელიგიურ პროპაგანდაზე ან ძალაუფლების საშუალებებზე“. მან მოუწოდა გაერთიანებული ეკლესიის შექმნისკენ, რომელიც ყველას მიესალმება, აფასებს მრავალფეროვნებას და უარყოფს სიძულვილს, განხეთქილებას.

“თუ სიყვარული გაიმარჯვებდა, „განა ყველა კონფლიქტი არ შეწყდებოდა და მშვიდობა არ დაბრუნდებოდა?“ - განაცხადა ლეო XIV-მ.

  • პაპ ლეო XIV-ს “მეთევზის ბეჭედი“ გადაეცა

ფილიპინელმა კარდინალმა ლუის ანტონიო ტაგლემ პაპს ავტორიტეტის სიმბოლო, “მეთევზის ბეჭედი“ გაუკეთა.

ეს ბეჭედი ლეო XIV-ს, როგორც წმინდა პეტრეს მემკვიდრეს სიმბოლოდ აქცევს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ითვლება ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფის, პეტრე მოციქულის მემკვიდრედ. პეტრე მონათვლამდე უბრალო მეთევზე იყო. 1842 წლამდე პაპი, თავისი ბეჭდით წერილებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს ადასტურებდა. „მეთევზის ბეჭედი“ სუფთა ოქროსგან მზადდებოდა.

განახლება 13:55

პაპ ლეო XIV-ს ინაუგურაცია დასრულდა.

უახლოეს საათებში პაპი რამდენიმე ოფიციალურ დელეგაციას მიიღებს და შეხვდება ათობით ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ისტორიულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

ცნობილი ხდება რომ დახურული შეხვედრა გაიმართება პაპ ლეო XIV-სა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ვატიკანმა ასევე განაცხადა, რომ ლეომ ცერემონიის დაწყებამდე, დილით პერუს პრეზიდენტი დინა ბოლუარტე მიიღო. რობერტ პრევოსტი, რომელიც პაპად კურთხევის შემდეგ ლეო გახდა, ორი ათწლეულის განმავლობაში პერუში ცხოვრობდა ის ია ჩიკლაიოს ეპისკოპოსის თანამდებობას იკავებდა.

წირვის დასრულების შემდეგ გახარებული ხალხი ყვიროდა „პაპა!“ (იტალიურად პაპს ნიშნავს)

ინაუგურაციას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.